Sunday, June 26, 2016

მეცხრე დღე

ჩემი პროექტი - "გაზაფხული"

ამ ტრენინგმა  ,,პროექტებით სწავლება" მასწავლა, როგორ დავგეგმო და  გამოვიყენო სასწავლო პროექტები  სწავლებაში; როგორ გავააქტიურო მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბო 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა. ვისწავლე მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შექმნა სადაც საშუალება მაქვს გავითვალისწინო თითოეული მოსწავლის შესაძლებლობები და მიზნები.

Monday, June 20, 2016

ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის დამეხმარა შემდეგნაირად; ვიუვერში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს, პუბლიკაციებს და პრეზენტაციებს.იმისათვის, რომ მოსწავლეს ხელი შეუწყო სწავლაში,გავითვალისწინო  მისი შესაძლებლობები,შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი,რომელსაც ვუჩვენებ ბავშვებს , მივაწოდებ ამავე ნაშრომის შეფასების რუბრიკას ანუ ჩეკლისტს და მოსწავლე ან მოსწავლეთა ჯგუფი ქმნის ნაშრომს. ამავე მიზნით მეც შვადგინე მოსწავლის სავარაუდო ნასრომი

Sunday, June 19, 2016

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. კერძოდ: ერთმანეთს შევუფასეთ რუბრიკების საშუალებით ნამუშევრები და ვისწავლეთ როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ,,ბუკმარკი"-ს გამოყენება ახალი საძიებო ველის გაცნობა. საავტორო უფლებების დაცვის კრიტერიუმები

Saturday, June 18, 2016

მეოთხე დღის რეფლექსი

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.გავეცანი შეფასების ხუთ სტრატეგიას, ამ ხუთ სტრატეგიაში ჩადებული მეთოდები და ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენო მოსწავლეთა ქმედებების, უნარ-ჩვევების ცოდნის შესაფასებლად. მთელი პროექტის განხორციელების მანძილზე მოსწავლეებს ვაფასებ ხუთი მიმართულებით ეს მიმართულებებია:
1. მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა
2. თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობის შეფასება
3. პროგრესის მონიტორინგი
4. გაგების შემოწმება
5. დემონსტრირება

Friday, June 17, 2016

მესამე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამოდენიმე თვალსაზრისით. საგნობრივი სტანდარტი დამეხმარა გამეანალიზებინა საგნის მისაღწევი შედეგები, ასევე სტანდარტი დამეხმარა პროექტის მკაფიო მიზნის ჩამოყალიბებაში.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დასმით მოსწავლეებს გავუაქტიურებ საბაზო ცოდნას მივაღწევ რომ სიღრმისეულად გაიაზრონ პროექტის მნიშვნელობა.

Sunday, May 29, 2016

მეორე დღის რეფლექსიია

ამ მოდულმა დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებეის დაგეგმვის პორცესში, პორექტი უნდა დაიგეგმოს წინასწავლ, მასალები უნდა მოთავსდეს პორტფოლიოში, აქცენტი მისწავლეებზეა გადატნილი, უნდა განვუვითაროთ მაღალი სააზროვნო უვარები